მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 საკითხი, რომლებზეც მთავრობა დღეს იმსჯელებს

63ce345df1175
ინგა მურუსიძე
23.01.23 11:18
894
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით გამართულ სხდომაზე 11 საკითხზე იმსჯელებენ. 

1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი


3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „ღვინის გზა 2017-ის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი


4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „ბეტა ჰოთელსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს "ნინო 111“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სს "ბაზისბანკის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი


7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას, შპს „ჯი ემ ჯი“-სა და სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს’’ შორის „დიღომი ჰესის“ ელექტროსადგურის შესახებ 2018 წლის 5 აპრილს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი


8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას, შპს ,,მტკვარი ჰესს’’ და სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს” შორის "მტკვარი ჰესის’’ შესახებ 2015 წლის 16 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) კაპიტალის გაზრდაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

10. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და ერთობლივ საწარმოს „Toshiba Water Solutions Pvt. Ltd (Leader of the JV) and IN-SI LLC (JV Partner) (India/Georgia)“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების
ცვლილების შესახებ”

მომხსენებელი: ი. ქარსელაძე