მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, გათხევადებული აირების იმპორტი კი გაიზარდა

5fd73bd76281f
ინგა მურუსიძე
14.12.20 14:28
738
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,5 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით ნაკლებია ოქტომბრის მაჩვენებელთან (14,6 ათასი ტონა) შედარებით და 1,2 ათასი ტონით ანუ 9,0%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (13,3 ათასი ტონა) შედარებით.

როგორც bm.ge-ის ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს, აქედან იმპორტის 72,4% (10,5 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 13,8% (2,0 ათასი ტონა) - რუსეთიდან; 10,3% (1,5 ათასი ტონა) - ირანიდან; 3,4% (0,5 ათასი ტონა) - ერაყიდან.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 119,6 ათასი ტონა, რაც 44 ათასი ტონით ანუ 26,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (163,6 ათასი ტონა) შედარებით, აქედან იმპორტის 63,7% (76,7 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 21,4% (25,6 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა - 7,6% (9,1 ათასი ტონა), რუსეთი - 4,3% (5,1 ათასი ტონა), თურქეთი - 1,8% (2,2 ათასი ტონა), სომხეთი - 0,8% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,2% (0,2 ათასი ტონა); ალბანეთი - 0,2% (0,2 ათასი ტონა).

"2020 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,1 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 8,8%-ით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (3,4 ათასი ტონა) შედარებით და 1,0 ათასი ტონით ანუ 24,4%-ით ნაკლები - გასული წლის ნოემბრის თვის მაჩვენებელთან (4,1 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, იმპორტის 80,6% (2,5 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 36,7 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით ანუ 3,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (35,6 ათასი ტონა). მათ შორის, იმპორტის 92,6% (34,0 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან", - ნათქვამია იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.