მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში, საქართველოდან ევროკავშირში თაფლის საექსპორტო ღირებულება 2 200%-ით გაიზარდა

61c5b7413d59d
ვიქტორია მღებრიშვილი
25.12.21 09:00
1045
2021 წლის 11 თვეში საქართველოდან თაფლის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პერიოდში სხვადასხვა ბაზარზე 150 ტონა თაფლი გავიდა, რომლის ღირებულებამ ჯამურად 536.1 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ღირებულების ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 796%-ია, მოცულობის კი – 1669.2%.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში ექსპორტირებული თაფლის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. შესაბამისად, იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ევროპის მიმართულებით 121 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 394.6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2 199.8%-ით მეტია გასული წელს თაფლის ექსპორტით მიღებულ შემოსავალზე.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ამ მიმართულებით საქართველოს თაფლი არ გაუყიდია, ხოლო 2019 წელს მცირე მოცულობით, სულ 17.1 ათასი დოლარის 2 ტონამდე თაფლის ექსპორტი დაფიქსირდა. 

თაფლის სარეალიზაციო ბაზრებს შორისაა: საფრანგეთი - 197 ათასი დოლარი, 43.8 ტონა; ბულგარეთი - 188.3 ათასი დოლარი, 76.4 ტონა; ჩეხეთი - 9.3 ათასი დოლარი, 1 ტონა და უმნიშვნელო მოცულობით გერმანია, მაშინ როდესაც 2019 წელს ექსპორტირებული თაფლის დიდი ნაწილი – 1.9 ტონა გერმანიაში გავიდა (16 ათასი დოლარი).

გარდა ამისა თაფლი საქართველოდან ყატარში (26.2 ათასი დოლარი, 4 ტონა); ჰონ-კონგში (24 ათასი დოლარი; 3 ტონა); აშშ-ში (20.4 ათასი დოლარი, 2.2 ტონა); არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (19.6 ათასი დოლარი, 3 ტონა); ყაზახეთში (17.3 ათასი დოლარი, 4 ტონა); საუბდის არაბეთში (10.3 ათასი დოლარი, 1.1 ტონა) და მცირე მოცულობებით რუსეთში, კანადაში, იაპონიაში, აზერბაიჯანში, სინგაპურში, ქუვეითსა და ბაჰრეინში გავიდა.