კომპანია „ფრონტერამ“ სამსახურიდან 80-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ დათხოვნილი ერთ-ერთი თანამშრომელი bm.ge-სთან საუბრობს. მისი თქმით, დათხოვნილ თანამშრომლებს ჯამში 11 თვის ხელფასი აქვთ ასაღები.
„დაგვითხოვეს უსაფუძვლოდ, უკანონოდ, გადასახდელი აქვთ ჯამში 11 თვის ხელფასი. შეგვიწყვიტეს უკანონოდ ხელშეკრულება, აქეთ გვატერორებენ. ძალიან ცუდი სიტუაციაა. ხვალ გვაქვს აქცია დედოფლისწყაროში, ვითხოვთ აგვინაზღაურონ ხელფასი, ახალი წელი მოდის... ყველა გაჭირვებულია.“, - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.
მისივე თქმით, როგორც დათხოვნილი თანამშრომლები ფიქრობენ, კომპანიას აქვს ფინანსური პრობლემები.
„თავიდან გვითხრეს რომ უნდა გავსულიყავით უხელფასო შვებულებაში, შემდეგ მოგვწერეს, რატომ არ გამოდიხართ სამსახურშიო, გამოგვიგზავნეს გაფრთხილება, საყვედურიც და მალევე მოაყოლეს წერილი გათავისუფლების შესახებ“, - ამბობს „ფრონტერას“ თანამშრომელი, რომელიც დაითხოვეს.
bm.ge კომპანია "ფრონტერას" ხელმძღვანელობასაც დაუკავშირდა, სადაც ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. „ფრონტერა“ ნავთობისა და გაზის მოპოვებითი საქმიანობით არის დაკავებული. იგი საქართველოში უკვე 20 წელზე მეტია ოპერირებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის