მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11,000 კგ ჩირის და ტყლაპის წარმოება წლიურად - წნორში გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

5de3ae0cb6dc1
ნუცა ბაზლიძე
02.12.19 10:35
2334
ქალაქ წნორში კომპანია „ბადაგი პლიუსმა“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა.

პროექტში, ჯამურად, 877,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც, 438,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 350,000 ლარი - სახელმწიფო გრანტია.

„ბადაგი პლიუსში“, წელიწადში, საშუალოდ, 11,000 კგ ჩირს და ტყლაპს აწარმოებენ. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული.

„საწარმო 3-4 დღის გახსნილია და, ჯერჯერობით, მხოლოდ 10 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ვაპირებთ მეტის, დაახლოებით, 30-მდე პირის დასაქმებას“, - განმარტავს bm.ge-ისთან საუბრისას კომპანია „ბადაგის“ დამფუძნებელი ვახტანგ ყაჯრიშვილი.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე გადამუშავებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გავრცელდება და მაღაზიებს მოამარაგებენ.

ამასთან, ვახტანგ ყაჯრიშვილი სამომავლოდ დამატებითი ინვესტიციის ჩადებას და წარმოების გაფართოებასაც არ გამორიცხავს.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში 74 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა ყურძნის, რძის, ხილის გადამმუშავებელი საწარმოები.