04.ივლისი .2021 23:45

112 წლის წლის პუერტო-რიკოელმა მამაკაცმა გინესის რეკორდი მოხსნა

112  წლის წლის პუერტო-რიკოელმა მამაკაცმა გინესის რეკორდი მოხსნა
views 312
უკან

112 წლის პუერტო-რიკოელმა მამაკაცმა გინესის რეკორდი მოხსნა - ის მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანია ადამიანია, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში 113 წლის გახდება. ემილიო ფლორეს მარკესზე CNN წერს.

გამოცემის ცნობით, ის 1908 წლის 8 აგვისტოს დაიბადა და მთელი ცხოვრების განმავლობაში შაქრის ლერწმის ფერმაში მუშაობდა. მარკესს კიდევ 10 დედმამიშვილი ჰყავდა, რომელთა შორის ყველაზე უფროსი იყო და მათ მოვლა-პატრონობასაც ითავსებდა.

გინესის რეკორდსმენი CNN-თან ყვება, რომ მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო ოჯახისა და საკუთარი საქმიანობის სიყვარულია.

მარკესამდე უხუცესი ადამიანების გინესის მსოფლიო რეკორდსმენი რუმინელი დუმიტრუ კომენესკუ იკავებდა, რომელიც გასულ წელს 111 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ისტორიულად, დედამიწაზე ყველაზე მოხუცი ადამიანები 122 წლის ფრანგი ქალი - ჟანა ლუიზა კალმენტი და 118 წლის კანე თაკანა იყვნენ. ისინი იაპონიაში მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდენ.