04.სექტემბერი .2019 11:10

112: ობიექტში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, „ვისოლის“ ნავთობბაზაა განთავსებული

views 1984
უკან

სამტრედიაში, ობიექტში, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, კომპანია „ვისოლის“ ნავთობბაზაა განთავსებული,- ამის შესახებ BM.GE-ს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად ნაჩხატაურის უბანში ნავთობბაზაზე ცეცხლი ლოკალიზებულია, ღია კერა აღარ არსებობს და გავრცელების, ან აფეთქების საშიშროება სრულად არის მოხსნილი.

„უსაფრთხოების მიზნით ადგილზე ვრჩებით და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებული იყო შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 70-მდე მეხანძრე მაშველი.

ამ ეტაპზე ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია და გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს“ - განაცხადეს უწყებაში.

ამჟამად მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ცნობისთვის, დღეს სამტრედიაში, ნაჩხატაურის უბანში ნავთობ ბაზაზე ცეცხლი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ნავთობბაზა არის ყველაზე დიდი საწვავის ტერმინალი დასავლეთ საქართველოში და არსებობდა მისი აფეთქების საშიშროება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა