სახელმწიფო შეყიდვების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სსიპ 112 ქოლ ცენტრის სიმძლავრის გასაზრდელად ახალი აპარატურის გამარტივებული წესით შესყიდვას გეგმავს. განაცხადის თანახმად, ტექნიკური უზრუნველყოფა ცხელი ხაზის - 144-ისთვის იქნება გამოყენებული.
"112-ის ადამიანური რესურსების სრული მობილიზების მიუხედავად, ეპიდსიტუაციის გამწვავების პარალელურად, საგრძნობლად გაზრდილია მომართვიანობა. შექმნილი ვითარების განმუხტვის მიზნით, მოხდა ადამიანური რესურსების სარეზერვო ჯგუფების მაქსიმალური მობილიზება, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ნოემბრის N2214 და 19 ნოემბრის N2289 განკარგულებების საფუძველზე განხორციელდა შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის ზრდა. ასევე მიმდინარეობს სარეზერვო კონტიგენტის მომზადება. აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N183 დადგენილებით გათვალისიწნებული ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის - 144-ის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის.
შესასყიდი აღჭურვილობის ჩამონათვალი:
ქსელური მოწყობილობა - 2 ცალი
სერვერი - 8 ცალი
საოფისე სავარძელი - 60 ცალი
საოფისე სკამი - 50 ცალი
საოფისე მაგიდა - 30 ცალი
მობილური ტელეფონი - 40 ცალი
უწყვეტი ელექტრომომარაგების წყაროები - 5 ცალი,"- ნათქვამია უწყების განაცხადში.
რამდენიმე დღის წინ მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისთვის დამატებითი ასიგნებების გამოყოფა დაევალა. თანხის წყარო StopCov ფონდი იქნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა