მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 აპრილის Covid-გეოგრაფია - თბილისი ლიდერობს

6073ef9b14c8a
ინგა მურუსიძე
12.04.21 11:28
601
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 795 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 890 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.51 %.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 202 შემთხვევა, აჭარაში - 46, იმერეთში - 19, ქვემო ქართლში - 14, შიდა ქართლში - 14, გურიაში - 9, სამეგრელოში - ზემო სვანეთში - 40, კახეთში - 5, მცხეთა-მთიანეთში - 7, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 017, საიდანაც: 2 422 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 181, აჭარაში - 374, იმერეთში - 356. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 43, იმერეთში -63. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 5, იმერეთში - 8. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 - თბილისში, 106 - აჭარაში. 4 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 188 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 85, ხოლო აჭარაში - 6. სულ 6 ოქტომბრიდან - 11 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 171 პირი.  ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 794 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 497 პირი, აჭარაში - 1 996, იმერეთში - 942", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.