20.ივლისი .2022 00:00

„12 კი არა, 30 პუნქტი უნდა შევასრულოთ, რათა ევროპული სტანდარტის ქვეყანა შევქმნათ" - თემურ ჭყონია

„12 კი არა, 30 პუნქტი უნდა შევასრულოთ, რათა ევროპული სტანდარტის ქვეყანა შევქმნათ" - თემურ ჭყონია
views 766
უკან

ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მოსახლეობამ და ხელისუფლებამ ევროპული სტანდარტების მქონე ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის გაწერილი 12-პუნქტიანი გეგმის შემუშავებაზე პროაქტიურად უნდა იმუშაოს.

BMG-სთან საუბრისას ჭყონია აცხადებს, რომ მთავარი სწორი ღირებულების მატარებელი ქვეყნის შექმნაა, რომლის მნიშვნელობა მოსახლეობას კარგად უნდა ესმოდეს.

„მე ვფიქრობ, რომ ის 12 პუნქტი, მიგვიღებენ თუ არა ევროკავშირში, ჩვენ მაინც გვჭირდება. ჩვენ ხომ ასე ვცხოვრობთ - ვიღაცისთვის. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა: ევროპის გარეშე გვჭირდება თუ არა ის რეკომენდაციები, რასაც ევროპა გვაძლევს წევრობის თუ სტატუსის მისაღებად, ეს ხომ წარმატებული ქვეყნის ფორმულაა? ხოლო მიგვიღებენ თუ არა, ეს შეიძლება მეორეხარისხოვანი იყოს.

12 კი არა 30 პუნქტი უნდა შევასრულოთ, რათა შევქმნათ ევროპული სტანდარტის ქვეყანა. თუ მიგვიღებენ მადლობლები ვიქნებით, თუ არადა ჩვენ გვექნება ეს სტანდარტი. ძალიან მარტივი მაგალითის მოყვანა შეიძლება: როდესაც ქვეყნებს NATO-ს წევრობის მისაღებად წლები სჭირდებათ, ფინეთისა და შვედეთისთვის კი ერთი სურვილი გახდა საკმარისი, რომ ისინი ერთ საათში მიეღოთ. რატომ? იმიტომ რომ ისინი მზად იყვნენ და ჩვენც ვიყოთ მზად. გამოცდას ხომ არ ვაბარებთ? არ არის ეს სანერვიულო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ევროპული ქვეყნის სტანდარტები გვჭირდება, იმისთვის რომ ამ სტანდარტებით ვიცხოვროთ", - მიიჩნევს ჭყონია.

ინფორმაციისთვის, ევროკომისია არა 2022 წლის დეკემბრისთვის, არამედ 2023 წლისთვის მოამზადებს ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულა საქართველომ ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 რეკომენდაცია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა