12.მაისი .2021 10:56

12 მაისის Covid-გეოგრაფია

12 მაისის Covid-გეოგრაფია
views 289
უკან

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 275 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 576 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 409 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 325 665-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.48%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 256 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 304 935-მდე.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში წერია, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 363 პირი ემსხვერპლა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 744 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 149, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 54, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 149, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 341, საიდანაც: 4 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 383, აჭარაში - 470, იმერეთში - 508. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 872 პირი, მათ შორის, თბილისში - 448, აჭარაში - 89, იმერეთში -132. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 192 პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 5, იმერეთში - 15. 772 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 411 - თბილისში, 339 - აჭარაში. 11 338 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 70, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 634 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 864 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 544 პირი, აჭარაში - 1 778, იმერეთში - 1 269", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.