მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾12 მლნ-ის ინვესტიციით, ბათუმში ახალი სასტუმრო „მონარქი“ გაიხსნა

62d93fd26a2b8
ვიქტორია მღებრიშვილი
22.07.22 09:00
1611
ბათუმში, “ინს ჯგუფმა“ 12 მლნ ლარის ინვესტიციით ახალი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „მონარქი“ გახსნა.

მელაშვილის ქუჩაზე მოქმედი 60-ნომრიანი სასტუმრო ადგილობრივ და უცხოელი დამსვენებელს 1 თვეა მასპინძლობს, თუმცა მისი ოფიციალური გახსნის ღონისძიება გუშინ გაიმართა. სასტუმრო აერთიანებს 60 ადამიანზე გათვლი რესტორანსა და 70 კაცზე გათვლილ საკონფერენციო სივრცეს.



როგორც კომპანიის დამფუძნებელი გია ლომინაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, დღეისთვის სასტუმროს დატვირთვა მაღალია და სტუმართა შორის უცხოელი ვიზიტორები ჭარბობენ.

„სტუმრებს ერთი თვეა ვღებულობთ და ძირითადად ისრაელის და საუდის არაბეთის მოქალაქეების გვსტუმრობენ. ეტაპობრივად შემოდის ჯავშნები ევროპული ქვეყნებიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან. ვიზიტორები ზაფხულის აქტიური სეზონის გათვალისწინებით 1 კვირის განმავლობაში ჩერდებიან.

2 ადამიანზე გათვლილი სტანდარტულ ნომერში, საუზმით განთავსების ღირებულება ივლისში 90-100 დოლარია, ხოლო აგვისტოდან 110 დოლარი იქნება“, - აღნიშნა გია ლომინაძემ.

მისი თქმით, სასტუმრო სრულად კერძო ინვესტიციით გაიხსნა და ადგილზე 30 ადამიანი დასაქმდა.