მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 ოქტომბერს ახტალის პარკში გურჯაანის ღვინის ფესტივალი გაიმართება

5d99d3edf2f54
BM.GE
06.10.19 21:00
1781
მეღვინეობის ქალაქ გურჯაანში, ღვინის ფესტივალი, რომელიც პირველად სამი წლის წინ გაიმართა, დღეს უკვე ტრადიციას წარმოადგენს და 12 ოქტომბერს გაიმართება ახტალის პარკში, რომლის ძირითად მიზანს ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების პოპულარიზაცია წარმოადგენს.

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება დიდი და მცირე მარნების, ღვინის ქარხნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო და ჭაჭა.

გასულ წლებთან შედარებით, წელს ფესტივალში მონაწილეობას მეღვინეთა და მეწარმეთა ორჯერ მეტი რაოდენობა იღებს და ეს ციფრი 200-ს უტოლდება, ხოლო რაც შეეხება სტუმრებს, გურჯაანს ესტუმრებიან საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციის "ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში" მონაწილეები, დიპლომატიური კორპუსი, 30 კაციანი დელეგაცია ევროპის ქვეყნებიდან, სამთავრობო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ა.შ.

ღვინის ფესტივალის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება ესპანეთის ლაგუარდიისა და სლოვაკეთის პოვაჟკა-ბისტრიცას მუნიციპალიტეტებთან, ხოლო დღის მეორე ნაწილში გამოვლინდება გამარჯვებული მეღვინე, რომელიც გაემგზავრება შვედეთში მეღვინეობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.


გურჯაანის ღვინის ფესტივალი იქნება სახალხო დღესასწაული მეღვინეობის ქალაქში, რომელსაც 10000-ზე მეტი სტუმარი ეყოლება და მისი მნიშვნელობა და პოპულარობა გაიზრდება.