მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 ოქტომბრის სტატისტიკა: საქართველოში კორონავირუსი 5 617 მოქალაქეს აქვს

5f84937f6afa3
თამთა ჯიჯავაძე
12.10.20 23:50
1371
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში covid-19-ის 5 617 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 478 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 6 538-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 93-ს შეადგენს.

NCDC-ის ცნობით, 12 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსზე 732 769 PCR ტესტია ჩატარებული. კარანტინის რეჟიმში - 5590 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1393 პაციენტი მკურნალობს.