ევროკავშირის 12 ქვეყანა ევროკომისიას თხოვნით მიმართავს, რომ გაუქმებული რეისების სანაცვლოდ ავიაკომპანიებს მოეხსნათ კომპენსაციის ვალდებულება. ისინი აცხადებენ, რომ ავიაკომპანიებს უნდა გადაეცეთ ვაუჩერები, რათა თავიდან აიცილონ მასობრივი გაკოტრება. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კორონავირუსის პანდემიამ მთელ ევროპაში ავიარეისების მასობრივი გაუქმება გამოიწვია. მრავალი ავიაკომპანია კლიენტებს მომავალი რეისების დროს გამოსაყენებელ ვაუჩერებს სთავაზობდა, ფულადი კომპენსაციის ნაცვლად. ევროკავშირის კანონმდებლობა ავიაკომპანიებს ავალდებულებს, ანაზღაურების ვარიანტად ფულის დაბრუნება შესთავაზოს.
თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპაში მრავალი მგზავრი ავიაკომპანიებს უჩიოდა, რომ ისინი ფულად ანაზღაურებაზე ან უარს აცხადებდნენ, ან აღნიშნულ ვარიანტს საერთოდ არ სთავაზობდნენ მომხმარებელს.
გამოცემა Forbes-ის მიხედვით, შესაბამის წერილს ხელს აწერენ ირლანდია, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, პორტუგალია, კვიპროსი, საბერძნეთი, მალტა, ჩეხეთი, ბულგარეთი, ლატვია და პოლონეთი.
ევროკომისიისადმი მიმართვის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ამგვარად თავიდან აიცილებენ ავიაკომპანიების გაკოტრებას და მოქალაქეებს მომავალში საჰაერო მოგზაურობის სტიმულს კვლავ მისცემენ.
ამ ეტაპზე ევროკავშირში აცხადებენ, რომ ეს მეტად დელიკატური საკითხია და „დიდ დაკვირვებას და ფიქრს“ მოითხოვს, რათა მიღებულმა გადაწყვეტილებამ არ დააზიანოს მომხმარებელის ინტერესები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ