12 რესტორანი 10 000-10 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო 3 რესტორნის წინააღმდეგ შსს-მ სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიას სტატისტიკური მონაცემები გააცნო.
„თბილისში, ბათუმსა და მცხეთაში 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი ადგილების მუშაობა აიკრძალა. შესაბამისად, შრომის ინსპექციამ დაიწყო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გაკონტროლება - გამოვლინდა სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რის გამოც ობიექტები 10 000- 10 000 ლარით დაჯარიმდნენ. დადგენილების შესაბამისად, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. ასევე, დაფიქსირდა 3 ფაქტი, როცა დაჯარიმების მიუხედავად, ობიექტები მაინც მუშაობდნენ, მოვახდინეთ შს სამინისტროს ინფორმირება და სამივე ობიექტის მიმართ სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
მისივე ინფორმაციით, ასევე, აქტიურად ხორციელდება მონიტორინგი ბაზრებსა და ბაზრობებზე.
„შრომის ინსპექციის მიერ შემოწმდა თბილისში მდებარე 10 ბაზარი, ასევე, 185 საცალო და საბითუმო ობიექტი, გაიცა გაფრთხილებები რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე და ეს გაფრთხილება პირველი არ არის“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ