მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციაზე გადაწყვეტილებას 2-3 კვირაში მივიღებთ - თამარ გაბუნია

61260c60b79c6
BM.GE
25.08.21 13:19
938
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე, სადაც უკვე მიმდინარეობს 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაცია, საქართველოს შეუძლია შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. როგორც თამარ გაბუნია აცხადებს, ბუნებრივია ბავშვების ვაქცინაცია მშობლის გადაწყვეტილებისა და სურვილის შესაბამისად განხორციელდება.

"12 წელს ზემოთ ბავშვების აცრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც მიგვაახლოვებს ეპიდემიის დასრულებასთან. იმსჯელებს ამაზე ვაქცინაციის კომიტეტი და გადაწყვეტილება იქნება მიიღებული მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ჯანმოს რეკომენდაციას ველოდებით, თუმცა მთელი რიგი ევროპის ქვეყნები უკვე აკეთებენ აცრებს და ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მათი გამოცდილების გათვალისწინებით. ბუნებრივია მშობლის გადაწყვეტილებით და სურვილით იქნება შესაძლებელი {ვაქცინაცია}"-აცხადებს თამარ გაბუნია.