მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12-ზე მეტი გადაწყვეტილება მთავრობისგან - იაფი დიზელი, შეღავათიანი ხვნა და სხვა

5eba8cd658cd5
შოთა ტყეშელაშვილი
12.05.20 15:54
18981
საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც მცირე, საშუალოდ და მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას ისახავს მიზნად. პროგრამის ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა და ის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ფაქტობრივად თითოეული ეტაპის სუბსიდირებას ან თანადაფინანსებას გულისხმობს. მათ შორის გათვალისწინებულია სუბსიდირების პროგრამა დიზელის საწვავის შესაძენად, ასევე, სუბსიდირება ქიმიკატების შესაძენად, სუბსიდირება მცირემიწიანი ფერმერებისთვის მიწების დასამუშავებლად და სხვა. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს რამდენიმე უკვე არსებული პროგრამის, მათ შორის აგროდაზღვევის, იაფი აგროკრედიტის, “დანერგე მომავალის” და სხვა პროგრამების დაფინანსებების გაფართოებას.

გადაწყვეტილებები, რომლებიც მთავრობამ წარადგინა:

მცირემიწიანი ფერმერების დახმარება:

კერძოდ:

● 0.25 ჰექტრიდან - 10 ჰექტრამდე რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების სუბსიდირება;
● თანადაფინანსება საქონლისა და მომსახურების შესაძენად - სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები; აგროტექნიკური სამუშაოების მომსახურება (1.25 ჰა-დან - 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მფლობელებისთვის).
● დახმარებას მიიღებს 200 000 -მდე ფერმერი;
● პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან;
● ბიუჯეტი 37 მილიონი.

იაფი დიზელი ფერმერებს

კერძოდ:

● დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებს;
● 0.25 ჰა-დან 100 ჰა-ს ჩათვლით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელებს - აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულ ფასზე დაახლოებით 1 ლარით იაფად 1 ლიტრი;
● ლიმიტი 1 ჰა-ზე 150 ლიტრი;
● 40 მლნ. ლარამდე შეღავათი ფერმერებს;
● დახმარებას მიიღებს 200 000 -მდე ფერმერი;
● პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან.

სამელიორაციო მომსახურების ღირებულების განულება.

კერძოდ:

● 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სრულად ჩამოეწერება მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების დავალიანება 8 მლნ. ლარამდე;
● 42 000 ფიზიკური და იურიდიული პირი 2020 წელს სრულად გათავისუფლდება 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან. ფერმერებს ჩამოეწერებათ 5 მლნ. ლარის გადასახადი.
● 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ჯამურად ჩამოეწერება 13 მლნ. ლარამდე გადასახადი.

50%-იანი გრანტი აგროწარმოებისთვის

კერძოდ 50,000 ლარამდე ფარგლებში (ჯამური ღირებულებით) დაფინანსდება:

● სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება 50%;
● ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის მოდერნიზაციის თანადაფინანსება 50%;
● ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება 50%.
● პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან;
● ბიუჯეტი 10 მილიონი;

 50%-იანი გრანტი სარწყავი სისტემებისთვის

კერძოდ, პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში გარდა არსებული შეღავათებისა, შესაძლებელი ხდება:

● მრავალწლოვანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება;
● 1 ჰა-ზე არაუმეტეს 2 500 ლარი თანადაფინანსება50%;
● ბიუჯეტი 13 მილიონი.

ახალი საბანკო შეღავათები აგროწარმოებისთვის

კერძოდ:

● საბრუნავი საშუალებების კომპონენტი - 5 000 ლარი - 100 000 ლარი, სრული თანადაფინანსება - 17 %, თანადაფინანსების პერიოდი - 6 თვე.
● ძირითადი საშუალებების და ლიზინგის კომპონენტი - 20 000 ლარი - 1 500 000 ლარი, თანადაფინანსება - 11-12 %; თანადაფინანსების პერიოდი - 48 თვე.
● სასურსათო მრეწველობის ხელშეწყობის კომპონენტი - 1 500 001 ლარი - 5 000 000 ლარი, თანადაფინანსება - 10%, თანადაფინანსების პერიოდი - 24 თვე.

იზრდება ერთწლიანი კულტურებისთვის სესხის 6 თვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება:

8%-ის ნაცვლად სესხის თანადაფინანსების კომპონენტი ხდება 11%;
ლიზინგის თანადაფინანსება 9%-ის ნაცვლად, ხდება 12%;

ბიუჯეტი 74 მილიონი - დამატებით გამოიყო 7.4 მილიონი ლარი.

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა

კერძოდ:

● სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით თანადაფინანსება - თანადაფინანსების წილი 50%, მაქსიმუმ 15,000 ლარი, კოოპერატივების თანადაფინანსება წილი - 90%, მაქსიმუმ 25,000 ლარი.
● დახმარება კოოპერატივებს ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის - თანადაფინანსების წილი 50%, მაქსიმუმ 15,000 ლარი, კოოპერატივების თანადაფინანსება წილი - 90%, მაქსიმუმ 25,000 ლარი.
● კოოპერატივებისათვის აღჭურვილობა/დანადგარების დაფინანსება - თანადაფინანსების წილი 50%, მაქსიმუმ 15,000 ლარი, კოოპერატივების თანადაფინანსება წილი - 90%, მაქსიმუმ 25,000 ლარი.

ბიუჯეტი 1.5 მილიონი ლარი.

აგროდაზღვევა

კერძოდ:

სადაზღვევო რისკები;

● სეტყვა;
● წყალდიდობა;
● ქარიშხალი;
● საშემოდგომო ყინვა.

პირობები:

● მაქსიმალური ფართობი - 30 ჰა მარცვლეული 5 ჰა სხვა დანარჩენი.
● თანადაფინანსება - 50% ვაზი 70% სხვა დანარჩენი.
● სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის მაქსიმალური ოდენობა 50 000 ლარი.

ბიუჯეტი 9 მილიონი ლარი.

ადგილობრივი მერძევეობის ხელშეწყობა

კერძოდ:

თანადაფინანსების პროგრამა:

● რძის პირველადი წარმოება - პროცენტული წილი 80% თანადაფინანსება არაუმეტეს 26 000 ლარი
● რძის შემგროვებელი პუნქტები პროცენტული წილი - 60%, თანადაფინანსება არაუმეტეს 137 000 ლარი
● რძის შემგროვებელი პუნქტები (საზაფხულო) - პროცენტული წილი 80%, თანადაფინანსება არაუმეტეს 26 000 ლარი
● რძის გადამამუშავებელი საწარმოები 1 ტონამდე წარმადობით - პროცენტული წილი 80%, თანადაფინანსება არაუმეტეს 39 000 ლარი
● რძის გადამამუშავებელი საწარმოები 1-10 ტონამდე წარმადობით პროცენტული წილი - 40%, თანადაფინანსება არაუმეტეს 130 000 ლარი
● პირუტყვის საკვების პირველადი წარმოება პროცენტული წილი - 60%, თანადაფინანსება არაუმეტეს 195 000 ლარი
● ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება პროცენტული წილი - 80%, თანადაფინანსება არაუმეტეს 52 000 ლარი.

ბიუჯეტი 42 მილიონი ლარი.

 გრანტები კოოპერატივებისთვის

კერძოდ:

თაფლისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება 70%-ით შემდეგ მუნიციპალიტეტებში:

● გორი
● ახალქალაქი
● დმანისი
● დუშეთი.

მევენახეობისა და მერძევეობის დარგის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა - თანადაფინანსება 90%, 150 000 - 500 000 ლარის ლიმიტებში.

● მაღალმთიან რეგიონებში გათვალისწინებულია კოოპერატივებისთვის დამატებით 5%-ის თანადაფინანსება;
● სოფლის მეურნეობის ყველა მიმდინარე სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებულია კოოპერატივებისთვის დამატებით 10%-ის თანადაფინანსება.

პირდაპირი და სექტორული დახმარება ფერმერებს

პირდაპირი დახმარებები, კერძოდ:

● აგრობარათები;
● აგროდიზელი;
● მელიორაცია;
● აგროკრედიტი;
● საბრუნავი კომპონენტი.

სულ მხარდაჭერა 1 ჰა-ზე - 850 ლარიდან 1700 ლარამდე.

დახმარებას მიიღებს 200 000-მდე ფერმერი.

სექტორული დახმარება ფერმერს:

● 50% - იანი გრანტი ტექნიკისთვის სათბურებისთვის სარწყავი სისტემებისთვის;
● 80% -მდე გრანტი მერძევეობისთვის;
● 17% - მდე თანადაფინანსება სესხებზე - ახალი საბანკო შეღავათები;
● 70% - იანი თანადაფინანსება აგროდაზღვევაზე;
● 15 000 ლარამდე გრანტი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის.