საქართველოს წინა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 2018 წელს, თბილისში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტის ეკონომიკური ნაწილის ფარგლებში, ხელი მოაწერა €150 მილიონი ევროს სასესხო შეთანხმებას. რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიის განვითარების ბანკი (KFW) დათანხმდა, რომ თანხა საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის მიემართა.
მთავრობის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოში COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდგომ, მთავრობასა და KFW-ს შორის შედგა მოლაპარაკება, რომლის შედეგადაც ამ სასესხო ხელშეკრულების მიზნობრიობა შეიცვალა. კერძოდ, მოდიფიცირებას დაექვემდებარა ამ 150 მილიონი ევროდან 120 მილიონი ევროს მოცულობა. განახლებული შეთანხმების თანახმად, თანხა საქართველოში COVID-19-ის კრიზისზე დაიხარჯება.
ამასთან, როგორც ირკვევა, მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი არაა ერთადერთი სესხი, რომლის მიზნობრიობაც COVID-19-ით შეიცვალა. იგივე ბედი გაიზარა “ბათუმის კომუნალური წყლის” განვითარების პროექტმაც, რომლის მოცულობაც 60 მილიონი ევრო იყო.
ჯამურად, რეკლასიფიცირებული სესხის მთლიანი ოდენობა 180 მილიონი ევრო იქნება. თანხა ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის სახით დაიხარჯება და ის პირდაპირ სახელმწიფო ხაზინაში მიიმართება. ახალი პროგრამის ფარგლებში KFW-სა და საქართველოს შორის შეთანხმება 7 აგვისტოს გაფორმდა.
180-მილიონიანი ევროს ხანგრძლივობა 13 წელი იქნება, მათ შორის 2 წელი საშეღავათოა, რაც ნიშნავს, რომ სესხის მომსახურება 2 წლის შემდგომ დაიწყება. სესხის საპროცენტო განაკვეთი კი EURIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი განაკვეთი იქნება. მარჟის მიხედვით განაკვეთი EURIBOR+0.85%-ს შეადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება