მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$1,25 მლრდ Covid19-თან ბრძოლისთვის - მსოფლიოს გიგანტი კომპანიების კონტრიბუცია

5e9c31c7e3eb7
ანუკა ჯოხაძე
19.04.20 17:20
1899
პლანეტის უხილავ მტერთან COVID19-თან ბრძოლაში მსოფლიოს ტექნლოგიური, გიგანტი კომპანიები გაერთიანდნენ, ამ რიგებში აღმოჩნდნენ ისინი, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია არც მეტი არც ნაკლები 4,7 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

ჯამურად კი მათი მხრიდან გაღებული თანხის მოცულობამ 1,25 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია.

Google- 856,5 მლნ ამერიკული დოლარი

ყველაზე დიდი მოცულობის თანხები COVID19-თან ბრძოლისთვის საძიებო სისტემა Google-მა გამოყო. თანხის მოცულობა 856,5 მლნ ამერიკული დოლარია, რომელიც ასე ნაწილდება: მცირე ბიზნესის დასახმარებლად საერთო ჯამში "გუგლის" მხრიდან 575 მლნ ამერიკული დოლარია გამოყოფილი. 6,5 მლნ ამერიკული დოლარით ეხმარება კომპანია მედიას, ხოლო ჯანდაცვის მიმართულებით გამოყოფილი თანხების მოცულობა 270 მლნ ამერიკული დოლარია. და ბოლოს, "გუგლი" Covid19-თან საბრძოლველად შექმნილ სოლიდარობის ფონდში 5 მლნ ამერიკული დოლარის კონტრიბუციით არის წარმოდგენილი.

Facebook- 248 მლნ ამერიკული დოლარი

სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბეგმა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 100 მლნ ამერიკული დოლარი გამოყო. საგრანტო პროგრამა კი, რომელშიც ბიზნესები ჩაერთვებიან 30 000 კომპანიას 30 სხვადასხვა ქვეყნიდან გააერთიანებს. "ფეისბუქმა" ასევე მედია საშუალებებისთვის გამოყო დაფინანსება, საერთო კონტრიბუციამ 75 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. 25 მილიონი ამერიკული დოლარი გადარიცხა კომპანიამ იმ ექიმების დასახმარებლად, რომლებიც დღეს წინა ხაზებზე იბრძვიან. ხოლო სხვადასხვა დონაციებმა, რომელიც covid19-თან ბრძოლისთვის მიემართება, "ფეისბუქმა" 20 მილიონი დოლარი გადარიცხა.

Amazon- 98.5 მლნ ამერიკული დოლარი

Amazon- მა კორონავირუსით დაზარებული 400 ბიზნესის დახმარება შეძლო, რაც Amazon-ის დამფუძნებელს 5,5 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა. ამასთან დამატებით გამოიყო 1,1 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის გრანტებიც, რომლით სარგებლობასაც დაზარალებული კომპანიები შეძლებენ. ჯანდაცვის მიმართულებით Amazon-მა საერთო ჯამში 20 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფა შეძლო, ხოლო რაც შეეხება სხვადასხვა სოლიდარულ ფონდებსა და დონაციებს, ამ შემთხვევაში ამაზონმა ყველაზე მეტი თანხა გამოყო, რომლის მოცულობამაც 72 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია.

Microsoft- 27,5 მლნ ამერიკული დოლარი

რაც შეეხება Microsoft-ს, კომპანია ყველაზე დიდი მოცულობის თანხის დახარჯვას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით აპირებს, საგანგებოდ შექმნილი პროგრამა, სადაც Microsoft-მა 20 მილიონი ამერიკული დოლარის დონაცია განახორციელა, კორონავირუსთან ბრძოლის სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდებზე მიდის მუშაობა. კომპანიის მხრიდან გამოყოფილ თანხებს შორისაა სოლიდარულ ფონდებში ჩარიცხული თანხებიც, რომელიც 7,5 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს, ეს თანხა აერთიანებს ჩინეთისთვის გაწეულ დამხმარებაც.

Apple - 22 მლნ ამერიკული დოლარი

ყველაზე ნაკლებად Covid19-თან ბრძოლაში ტექნოლოგიური კომპანია Apple დაიხარჯა. მისი მხრიდან ამ დრომდე მხოლოდ 22 მილიონი ამერიკული დოლარია დახარჯული, რომელიც სოლიდარულ ფონდებში გადარიცხულ თანხებს აერთიანებს. ამასთან, კომპანიამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის 20 მილიონი სამედიცინო პირბადეც შეიძინა.