მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 აპრილს პარლამენტში ბიუროს და კომიტეტის სხდომა ჩატარდება

5e93729478d4a
BM.GE
12.04.20 23:48
1322
13 აპრილს საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა არის დაგეგმილი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბიუროს სხდომაზე ორი კანონპროექტის საკითხი განიხილება, თავად ბიუროს ჩატარების ადგილი კი შეცვლილია და ის მეტი დისტანციის დაცვის მიზნით პარლამენტის კინოდარბაზში გაიმართება. 

"აუცილებლია რომ ფიზიკურად შევიკრიბოთ და სხდომა გავმართოთ პარლამენტის კინოდარბაზში, რაც ბიუროს წევრებს შესაძლებლობას მოგვცემს დავიცვათ დისტანცია და ყველა აუცილებელი პირობა. ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი იქნება სარატიფიკაციო ხელშეკრულებები და ორი კანონპროექტი, რომელსაც ბიურო შესაბამის მსვლელობას მისცემს. სხდომაზე ასევე იქნება შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების გამოსვლები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ხვალვე, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაც არის დაგეგმილი. მისი დღის წესრიგი ასეთია: 

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, II მოსმენა/კომიტეტი წამყვანია;
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - დავით თვალაბეიშვილი;

პასუხისმგებელი: ირინე ჩხენკელი, ირინე ცუხიშვილი, გიორგი სირაძე;

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“, II მოსმენა/კომიტეტი წამყვანია;
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - დავით თვალაბეიშვილი;

პასუხისმგებელი: ირინე ცუხიშვილი.