25.ივლისი .2020 11:17

13 ინფიცირებულიდან 3-ის წყარო ლილოს ბაზრობაა, 1-ის წყარო კი ჯერ დაუდგენელია

views 379
უკან

13 ახალი ინფიცირებულიდან 3-ის ინფიცირების წყარო ლილოს ბაზრობაა, ხოლო 1-ის ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

„გუშინ დაგვემატა ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 222 ინფიცირებული. 13 ინფიცირებულიდან 3-ის ინფიცირების წყარო არის ლილოს ბაზრობა, 1-ის -  გაჩიანი, 5-ის -  შემოტანილია და მათგან 4 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 არის არის ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტი, 2 - სამედიცინო პერსონალი და 1 შემთხვევაში ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ, თუმცა მან თავი შეიკავა დაეკონკრეტებინა, თუ რომელი კლინიკის წარმომადგენლები არიან ინფიცირებული მედიკოსები.