მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება დასაშვები ხდება

5f06c4bc39b6e
ვიქტორია მღებრიშვილი
09.07.20 11:25
1280
ორშაბათიდან, 13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, შიდა ტურიზმის გააქტიურებასთან ერთად მნიშვნელოვანია კულტურული ღონისძიებების ამოქმედება.

„13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება და მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ახლა ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელოა აქვს. ასევე ყველა ღონისძება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, იქნება ნებადართული. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად და ჩვენ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ, მათ მივცეთ შესაძლებლობა ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები“, - განაცხადა პრემიერმა.