მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი და სკოლები მუშაობას განაახლებენ

609a399e5dea9
ინგა მურუსიძე
11.05.21 11:57
885
უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან უქმე დღეები მოიხსნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"როგორც იცით, ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია, შესაბამისად, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის, ასევე სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება. საბჭოს გადაყვეტილებით, 13 მაისიდან აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება", - განაცხადა ღიბრაძემ.