მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 სამართალდამრღვევ მოქალაქეს 300 კბ.მ ხის მასალა ჩამოერთვა

5f7d6874c4e37
ინგა მურუსიძე
07.10.20 11:10
764
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე - 55 კბ.მ ხე–ტყის (პირველადი გადამუშავების პროდუქტის, დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.

„აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის სამმართველოს მიერ ბოლო 3 თვის მანძილზე, ქვეყნის მასშტაბით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ხის მასალისა და ხე–ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 13 სამართალდამრღვევ მოქალაქეს, საერთო ჯამში, 300 კბ.მ ხის მასალა ჩამოერთვა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.