05.ივნისი .2020 22:52

133 მილიონია StopCov-ფონდში და თეთრი არაა დახარჯული. რატომ? - გოცირიძე თურნავას

views 652
უკან

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან დეპუტატების შეხვედრაზე დაისვა კითხვები მწვავე საკითხებზე, რაზეც მთავრობას პასუხის გაცემა რაღაც მიზეზით არ უნდა, – ამის შესახებ BM.GE-ს დეპუტატმა რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან დეპუტატების შეხვედრის შესახებ საუბრისას განუცხადა.

როგორც გოცირიძემ განაცხადა, ერთ-ერთი კითხვა, რომელიც დაისვა ეხებოდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს, რომელშიც 138 მლნ ლარი მოგროვდა და რომელიც ჯერ არ დახარჯულა.

„133 მლნ ლარი შემოვიდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში და ერთი თეთრი არ არის დახარჯული. რატომ არ ხარჯავენ ამ ფულს?! ბიზნესმენებმა იმიტომ შემოიტანეს ფული რომ მთავრობამ ეს ფონდი გაყინოს? თუ ივანიშვილმა შემოიტანა ამ ფონდში 100 მლნ, და ის არ აძლევს გახარჯვის უფლებას. ვთქვათ, 133 მლნ-დან დაიხარჯა 5 მლნ ან 20 მლნ და მერე ივანიშვილს მოუნდეს ამ ფულის უკან გატანა, როგორც ერთხელ 2016 წელს გაიტანა 80 მლნ, კახეთში სტიქია მოხდა, დავეხმარებიო, ჩარიცხა ფული და შემდეგ უკან გაიტანა. ივანიშვილის ფული ხომ არ უშლის სხვების ფულს გამოყენებაში ხელს. მთავრობის პასუხი ასეთია - ეს ჩვენ რეზერვად გვაქვსო. რომელი რეზერვების დრო არის, როდესაც ხალხს ახლა უჭირს. ფული ახლა დახარჯე და რეზერვად შეინახე რომელიც შემოვა მილიარდნახევარი დოლარი, რომელიც ეტაპობრივად შემოდის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ეს პასუხი არ არის და ეს თავის დაძვრენაა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის Stopcov ფონდში ჩარიცხულია 133 591 211 ლარი. ფონდში დაახლოებით ერთი თვის წინ 100 მლნ ფონდმა „ქართუმ“ ჩარიცხა.