მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14-15 დეკემბერს ხულო-ზარზმის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

5df381ab1b234
BM.GE
13.12.19 16:18
725
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის ფარგლებში, დაგეგმილია, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე, სავალი ნაწილის გაფართოვების მიზნით, კლდის მასის ჩამონგრევა.

სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2019 წლის 14 და 15 დეკემბერს, 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.