13.მარტი .2020 11:54

14, 17 და 19 მარტს შსს-ს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები მოქალაქეებს არ მოემსახურება

views 204
უკან

14, 17 და 19 მარტს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები დეზინფექციის მიზნით დაიხურება, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო მოქალაქეებს ელექტრონული სერვისებით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი და მიგრაციის დეპარტამენტი შესაბამის ღონისძიებებს მიმართავს.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით და მომსახურების სააგენტოს, ერთიანი მომსახურების ცენტრებს და მიგრაციის დეპარტამენტს მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ.

აღსანიშნავია, რომ რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების სტრუქტურულ ერთეულებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული - 14, 17 და 19 მარტს, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის და რუსთავის სერვის ცენტრები - 14 მარტს წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა