მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 კომპანია, რომლებიც თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის საშუალებას დიდი ხნით მისცემს

5f1fec7ef2c19
ნათია თაქთაქიშვილი
29.07.20 00:15
1221
Business Insider-ი წერს, რომ მსოფლიოში ცნობილი კომპანიების ნაწილი არ გეგმავს თანამშრომლების ოფისში დაბრუნებას უახლოეს მომავალში, ვინაიდან კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ზრდას განაგრძობს.

გამოცემის მიხედვით, ახალხან Google-მა დისტანციურად მუშაობის პოლიტიკა ძალაში წლის ბოლომდე დატოვა, ხოლო სან-ფრანცისკოში მდებარე ოფისში თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობა 2021 წლის ივნისამდე შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ  კომპანიები Twitter-ი და Square-ი თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობას უსასრული ვადით სთავაზობენ.

Business Insider-ი აქვეყნებს იმ 14 კომპანიის ჩამონათვალს, რომლებმაც უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათმა თანამშრომლებმა დისტანციურად დიდი ხნით იმუშაონ. ესენია:

1. Google
2. Twitter
3. Square
4. Facebook
5. Salesforce
6. Amazon
7. Microsoft
8. Spotify
9. Hitachi
10. Coinbase
11. Mastercard
12. Zillow
13. Nielsen
14. Nationalwide Insurance.