მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 მარტიდან რუსეთში Instagram-ი დაიბლოკება

622b93559222b
თელარა გელანტია
11.03.22 22:29
1491
14 მარტიდან რუსეთში Instagram-ი დაიბლოკება. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია „როსკომნადზორის“ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

როგორც კომუნიკაციების სფეროში რუსეთის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსკომნადზორი) ვებგვერდზე წერია, ამ ქსელის მომხმარებელს მომდევნო 48 საათი მიეცა იმისთვის, რომ ფოტო და ვიდეომასალები, რომლებსაც Instagram-ზე ინახავდა, სხვა სოციალურ ქსელებში გადაიტანოს.

რუსეთში ასევე იზღუდება Facebook-ი. 

ცნობისთვის: დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებელს ზოგიერთ ქვეყანაში საშუალება ექნება, რუსეთისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობის შემცველი მოწოდებები გამოაქვეყნოს. კერძოდ, კომპანია Meta Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლისთვის დროებით დაუშვებს ისეთ პოსტებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინის ან ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებას გამოხატავს.

Reuters-ის თანახმად, კომპანია Meta-ს პოლიტიკის დროებითი ცვლილება ეხება სულ 12 ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.