მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$14 მილიონიანი პროექტი - “ტავ ჯორჯიამ” ბათუმის აეროპორტის გაფართოების სამუშაოები დაიწყო

5ee761742651f
BM.GE
15.06.20 15:52
1728
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შემოისაზღვრა ტერიტორია, სადაც ივლისიდან საექსკავაციო და სამშენებლო სამუშაოები აქტიურად დაიწყება,- ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში, ტავ ჯორჯია 14 მილიონი დოლარის ინვერსტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება. გაფართოების შემდგომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.