მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14:00 საათზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს

62037ea6e45de
ინგა მურუსიძე
09.02.22 12:44
1476
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი და პრემიერიც სწორედ ამ ინფორმაციას გააჟღერებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას სავარაუდოდ, გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ხოლო ლევან დავითაშვილს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ოთარ დანელია შეცვლის.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღემდე იზოლაციაში იმყოფებოდა. მან კორონავირუსის ომიკრონის შტამი გადაიტანა. მთავრობის მეთაური სამუშაოს დღეს დაუბრუნდა.