მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

148 000 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტებზე პასუხისგებაში 31 პირი მისცეს

6481736ac4d29
BM.GE
08.06.23 10:46
970
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის მაისის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 31 პირი, მათგან დაკავებულია - 16.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იტყობინება, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში 30 042 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 148 000 ლარს აღემატება.

აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე ვადით.