მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

148 ბლოკი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვავლინეთ - შემოსავლების სამსახური

6017c53829453
ინგა მურუსიძე
01.02.21 13:21
492
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ ზესტაფონში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 148 ბლოკი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა.

"აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.