12.მარტი .2020 14:22

15-05-ზე და 116 001-ზე დარეკვა "მაგთიდან" და "ბილაინიდან" უფასო გახდა

views 393
უკან

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე დარეკვა "მაგთიდან" და "ბილაინიდან" უფასო გახდა. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზის ნომრებზე მაგთისა და ბილაინის ქსელიდან დაკავშირება უფასო გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, თვითონ კომპანიებმა მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტრო მიესალმება, კომპანიების მხრიდან, სოციალური პასუხისმგებლობის გააქტიურებას, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც მოსახლეობის ინფორმირება  უმნიშვნელოვანესია.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15-05 მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ამასთანავე გახანგრძლივდა დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზის სამუშაო საათები და 116 001-ზე დაკავშირება შეგიძლიათ სამუშაო დღეებში 21:00 საათამდე და შაბათ-კვირას 18:00-სთ.-მდე", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.