მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$1.5 მილიარდს ითხოვთ, ეს საუკუნის ძარცვის პროექტია - პრემიერი მამუკა ხაზარაძეს

60d9e40d8de5b
სალომე მეცხვარიშვილი
28.06.21 19:00
2430
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გააკრიტიკა. ღარიბაშვილმა ვრცლად ისაუბრა ანაკლიის პორტზეც და აღნიშნა, რომ სინამდვილეში ხაზარაძის ჯგუფმა ადგილზე არაფერი გააკეთა, ახლა კი ქვეყანას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის და მილიარდ 500 მილიონ დოლარს ითხოვს.

პრემიერის თქმით, მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტს “საუკუნის პროექტს” უწოდებს, სინამდვილეში კი პროექტის ხაზარიძისეული ხედვით და დღევანდელი მოცემულობით ეს არის “ძარცვის პროექტი”.

“ბატონმა ივანიშვილმა 3 მლრდ დოლარი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. შედარებისთვის ბატომა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტისთვის, რომელსაც ის უწოდებს საუკუნის პროექტს, დახარჯა 3 მილიონი დოლარი.

დღეს ბატონი ხაზარაძე და მისი ჯგუფი წასულია უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის, ითხოვს მილიარდ 500 მილიონ დოლარს, რომ ჩვენს ხალხს წაგლიჯოს ეს თანხა.

თქვენეული ხედვა(მიმართავს ხაზარაძეს) - ეს არ არის საუკუნის პროექტი, ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი.

მაშინ, როცა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, დაწყებული ბატონი ივანიშვილის დროს, შემდეგ ჩემი პრემიერობის დროს, შემდეგ სხვა პრემიერების დროს, ამ პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა, მთავრობამ დახარჯა 60 მილიონი ლარი; მეორე 300 მილიონი ლარის აღებული ვალდებულება ჰქონდა, შემედგ 100 მილიონი ჰქონდა ვალდებულების სახით აღებული და 4-ჯერ გადაუვადეს ვალდებულების შესრულება. დღეს რომ ჩახვალთ ანაკლიაში, იქ არის ქვიშის გორები და ხალხი ვერ სუნთქავს. დაიწყეს რაღაც სამუშაოები და რეალურად შესრულებულია არაფერი. ამბობენ, რომ დახარჯეს 80 მილიონ; დავუშვათ დახარჯეს, მაინც უჩივიან სახელმწიფოს და ითხოვენ მილიარდ 500 მილიონს ჩვენი გაღარიბებული ქვეყნისგან”,- აცხადებს ღარიბაშვილი.