მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 მითი და რეალობა "ნამახვანჰესის" პროექტზე - ENKA

609baa7961fc9
შოთა ტყეშელაშვილი
12.05.21 14:40
4136
"ნამახვანჰესის" პროექტის დეველოპერმა ENKA Renewables-მა 433-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის შესახებ საზოგადოებაში არსებული მითების გაქარწყლებისთვის პრეზენტაცია გამართა. კომპანიის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რიონის ხეობის ფართობის ნახევარი მათ გადაეცათ. სინამდვილეში ჰიდროელექტროსადგური რიონის ხეობის ფართობის 2.9%-ზე შენდება. კომპანიის განცხადებითვე, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროექტის მშენებლობისას დასაქმებულთა უმეტესობა თურქეთის მოქალაქე იქნება, მაშინ როდესაც პროექტის მშენებლობის ფაზაზე 1600 ადამიანი დასაქმდება, მათი 80% კი საქართველოს მოქალაქე იქნება.

ENKA ირწმუნება, რომ ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია მათი გადასახადებისგან გათავისუფლების თაობაზე, რადგან პროექტის განხორციელების შედეგად ბიუჯეტში 400 მილიონი ლარის გადასახადები შევა. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პრეზენტაციაში არის საუბარი, ტვიშის მიკროზონას უკავშირდება. ENKA Renewables-ს თანახმად, მათ ამ საკითხთან დაკავშირებით ფრანგულ კომპანია TerraClima-ს კვლევა დაუკვეთეს და მეცნიერული დასკვნის თანახმად, პროექტის განხორციელება იმერეთის მიკროკლიმატის ზონაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. 

ფაქტები ნამახვანჰესის პროექტის შესახებ: