მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$1.5 მლრდ-იანი სესხიდან $850 მილიონზე ხელი მოწერილია - ფინანსთა მინისტრი

5edf3ce373ab9
ინგა მურუსიძე
09.06.20 11:45
1155
$1.5 მილიარდიანი სესხიდან $850 მილიონზე ხელი უკვე მოწერილია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა BMG-ს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, დანარჩენ თანხასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებებზე მიმდინარეობს მუშაობა.

"$1,5 მილიარდიდან $850 მილიონზე უკვე არის ხელმოწერილი, ნაწილი ჩამოსულია, ნაწილი ხელმოწერილია, რატიფიცირება არის დარჩენილი და უახლოეს კვირებში ჩამოვა. დანარჩენზე ხელშეკრულებებზე მიმდინარეობს მუშაობა. ვვარაუდობთ, რომ ივნის-ივლისის განმავლობაში ხელმოწერილი თანხები ჩამოვა. წლის ბოლომდე თითქმის სრული თანხა ჩამოვა, თუმცა რასაკვირველია, ეს სესხები და თანხების მობილიზება უფრო მძიმე სცენარისთვის მზადებისას გავაკეთეთ. თუ ეს მძიმე სცენარი არ გათამაშდა, თანხას სრულად არ დავხარჯავთ ამ წელს და დავხარჯავთ 2021-ში, რათა მაშინაც არ მოგვიწიოს დიდი ვალების აღება. ჩვენი მიზანი არის, დავიწყოთ უკუსვლა და ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემდეგ წლებში ეკონომიკური ზრდისთვის", - განაცხადა მაჭავარიანმა.