მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 ნოემბერს, კომპანია Sto ქართული სამშენებლო სექტორისთვის ეკო-მეგობრულ პროდუქტებს წარადგენს

5dcaa4b558b07
თელარა გელანტია
13.11.19 09:00
786
15 ნოემბრს, 10:30 საათზე სასტუმროში "რადისონ ბლუ ივერია თბილისი" გერმანული სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია Sto-ს წარმომადგენელი დანიელ ლიდნლი ქართული სამშენებლო სექტორისთვის ეკო-მეგობრულ პროდუქტებს წარადგენს.

პრეზენტაციას შინაარსით-ინოვაციური ტექნოლოგია ჯანსაღი გარემოსთვის, გერმანულ მხარესთან ერთად დაესწრებიან ქართველი არქიტექტორები, კერძო სექტორის და სახელწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „შენება შეგნებით".

ღონისძიების ორგანიზატორები არიან უძრავი ქონების წამყვანი ქართული საინვესტიციო-საკონსულტაციო ჰაბი- Property Georgia და საერთაშორისო უძრავი ქონების ფედერაციის ადგილობრივი წარმომადგენლობა - FIABCI-Georgia. მხარდამჭერია Digital Area.

„ორგანიზატორებისთვის 15 ნოემბრის ღონისძიება გაგრძელებაა ერთი თვის წინ, "საქართველოს ბანკის" პარტნიორობით, თბილისში გამართული მასშტაბური საერთაშორისო უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმისა -"მდგრადი და მედეგი ქალაქების მშნებელობა“, - აცხადებენ საინვესტიციო-საკონსულტაციო ჰაბი- Property Georgia-ში.