მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 სექტემბრიდან თბილისს ერთი ახალაშენებული და ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატება

6313232ed7b60
BM.GE
03.09.22 13:57
859
თბილისს სექტემბერში ერთი ახლადაშენებული და ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი შეემატება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საუბარია N88 საბავშვო ბაღზე, რომელიც აღსაზრდელების პირველ თაობას 15 სექტემბერს მიიღებს. 230 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩაზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აქამდე არასოდეს ყოფილა. პროექტის ღირებულება 2 800 000 ლარია.

რაც შეეხება რეაბილიტირებულ - N155 საბავშვო ბაღს, მას მასშტაბური რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენობა ადაპტირდა შშმ პირთათვის, მოეწყო ბავშვთა უსაფრთხოებისათვის აუცილებელი სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, აშენდა დამატებითი ფლიგელი და კეთილმოეწყო ეზო. ორი წლის განმავლობაში ალტერნატიულ ფართში გადასული კონტინგენტი 15 სექტემბრიდან საკუთარი ბაღის კედლებში დაბრუნდება. რეაბილიტაციის პროექტზე სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 495 000 ლარი დაიხარჯა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, არსებობს მიმდინარე პროექტებიც. კერძოდ, N130 ბაგა-ბაღი მოქმედია და ახალი შენობა მის თავისუფალ ტერიტორიაზე აშენდა. ამჟამად, კონსტრუქციის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. ბაღის აღსაზრდელები ახალ შენობაში მომავალ წელს გადავლენ. პროექტის ბიუჯეტი 3 646 118 ლარია.

დასრულებული და მიმდინარე პროექტები დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანმა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა.