მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 თებერვალს "თელასის" აბონენტებს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

6026a2f48c2fc
BM.GE
12.02.21 19:44
1742
„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, 15 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის, მაიაკოვსკის, ქურდიანის, სლავა მეტრეველის და იამანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილოვრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება არბოს და ქსნის ქუჩების მოსახლეობას.

ამასთან, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭყონდიდელის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილოვრივ) და მექანიზაციის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზვარეთის, დვირის, კვერნაულის, არალეთის, ჟველაურის, იფნევის და ედისის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქიზიყის, პოლიციის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების II კვარტლის და საქსოფმანქის დასახლების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის VI კვარტლის და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარიჯანის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”-აცხადებენ კომპანიაში.