მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 თებერვლიდან ავიაკომპანიები მეტად გააქტიურდებიან - თურნავა

601a4ddcb99c8
ინგა მურუსიძე
03.02.21 11:15
634

გვაქვს ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიები 15 თებერვლიდან გააქტიურდებიან - განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ 15 თებერვლიდან უფრო გააქტიურდება ავიაკომპანიები და საერთაშორისო ფრენების რაოდენობა არა კრიტიკულად, მაგრამ გარკვეულწილად მოიმატებს. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების შემოყვანის ადეკვატური წესები გვაქვს“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, გამარტივებული წესებით, მხოლოდ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლა უკვე თურქეთის მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში საერთაშორისო რეგულარული ფრენები 1 თებერვლიდან აღდგა.