მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

150 მლნ ლარი 3 თვის კომუნალურებისთვის

5e87682c22aa7
ნინი ლონგურაშვილი
03.04.20 23:20
1243
"კომუნალურების დასუბსიდირება, მთავრობას ჯამში დაახლოებით 150 მლნ ლარი უჯდება” - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.

"ვინც ვერ მოხვდნენ მარტის თვეში, რადგან ჰქონდათ 200-ზე ცოტა მეტის მოხმარება, ისინი აუცილებლად, ჩემი აზრით, აპრილი-მაისის თვეში მოხვდებიან კომუნალური სუბსიდიის სიაში", აღნიშნა ნარმანიამ.

მისივე განმარტებით, პროგნოზები უკვე გაკეთებულია და დათვლილი თუ რამდენის გაღება უწევს მთავრობას კომუნალურების დასაფარად.

"ჩვენ ყველაფერი დავითავლეთ, გარკვეული პროგნოზებიც გავაკეთეთ და საუბარია ჯამში ყოველთვიურად დაახლოებით 50 მლნ ლარის დაფინანსების გამოყოფაზე, მთავრობის მხრიდან, საიდანაც 1 მლნ 200 000 აბონენტს, ყოველთვიურად 17 მლნ ლარის ელექტროენერგიის გადასახადი დაუსუბსიდირდება, დაახლოებით 670 000 აბონენტს, ასევე ყოველთვიურად 27 მლნ ლარის მოცულობის ბუნებრივი აირის საფასური დაუსუბსიდირდება, და დაახლოებით 5-6 მლნ ლარის წყლის და დასუფთავების მოსაკრებელი დაუსუბსიდირდება. ჯამში დაახლოებით 150 მლნ ლარის გაღება მოუწევს მთავრობას", – აღნიშნა დავით ნარმანიამ.