მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

150-ზე მეტი ახალი ვაკანსია - “აჭარა ჯგუფი” დასაქმების ფორუმს გამართავს

60cb397fca878
ინგა მურუსიძე
17.06.21 16:04
1617
"აჭარა ჯგუფი" ხვალ, თბილისის დედა ენის ბაღში მასშტაბურ დასაქმების ფორუმს გამართავს. ღონისძიების ფარგლებში, დასაქმების მაძიებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ „აჭარა ჯგუფში“ შემავალი დაწესებულებების - Rooms Hotel Tbilisi, Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Kokhta, Stamba Hotel, Fabrika, Lolita, Holiday Inn Tbilisi - მომსახურების სფეროს ვაკანსიებს, გაესაუბრონ კომპანიის წარმომადგენლებს და მიიღონ დასაქმების კონკრეტული წინადადებები.

„მოხარული ვართ, რომ „აჭარა ჯგუფის“ დასაქმების ფორუმის ფარგლებში დამატებით 150-ზე მეტ ადამიანს ვთავაზობთ ჩვენს სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმების შესაძლებლობას, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე და თანამშრომლების უწყვეტ კარიერულ წინსვლაზე. როგორც სტუმარმასპინძლობის ლიდერი კომპანია, აჭარა ჯგუფი ქმნის თანამშრომელზე მორგებულ ხელსაყრელ გარემოს და კონკურენტუნარიან სამუშაო პირობებს”, - განაცხადა „აჭარა ჯგუფის“ დირექტორმა, ანი დაბრუნდაშვილმა.

ვაკანსიების ჩამონათვალი:

· მიმტანი
· მიმტანის დამხმარე
· მიქსოლოგი
· ბარის თანამშრომელი
· მზარეული
· დასუფთავების თანამშრომელი
· სამზარეულოს მრეცხავი
· უსაფრთხოების ოფიცერი