1 თებერვლიდან საქართველოს საჰაერო სივრცე გაიხსნა. 1 ივნისიდან კი - სახმელეთო და საზღვაო საზღვარი. ქვეყანაში პირველი ტურისტებიც უკვე გამოჩნდნენ, თუმცა როგორც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, უცხოელ ვიზიტორებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის როგორც ე.წ. კომენდანტის საათი, ისე 72 საათში ერთხელ სავალდებულო PCR-ტესტი.
„სტუმრები გვყავს, თუმცა მათთვის სერიოზული დისკომფორტია "კომენდანტის საათი" და 72 საათში ჩასატარებელი PCR-ტესტი. მათ უჭირდათ შაბათ-კვირას დაკეტილ რესტორნებთან შეგუებაც და გვიხარია, რომ ეს შეზღუდვა მოიხსნა. იყო შემთხვევა, როცა ჩვენმა სტუმრებმა სწორედ "კომენდანტის საათის" გამო თქვეს - ნეტა, არ ჩამოვსულიყავითო“, - გვიყვება ბათუმში მდებარე სასტუმრო „აისის“ მენეჯერი მარიამ ბოლქვაძე, თუმცა მისი ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, სასტუმრო უკვე 90%-ით არის დატვირთული.
"სტუმრებს შორის გვყავს როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაინტერესება, ძირითადად, უკრაინიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და არაბული ქვეყნებიდან არის, თუმცა ჯავშნები ძალიან არასტაბილურია. შეიძლება დაჯავშნონ და მოგვიანებით გააუქმონ“, - განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა და ისიც აღნიშნა, რომ დატვირთულობის მიუხედავად, შემოსავლებმა მოიკლო, ხოლო ხარჯები გაიზარდა.
„გაიზარდა ხარჯები, რაც კოვიდ-რეგულაციების კარგად შესრულებას უკავშირდება. ამ საკითხს პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ყველა რეგულაციას დეტალურად ვიცავთ. გარდა ამისა, ძალიან შევამცირეთ ფასები, რომ ტურისტები დავაინტერესოთ. მაგალითად, 250-ლარიანი ნომერი 200 ლარი ღირს, 150-იანი - 100 ლარი ა.შ. გვაქვს ძვირიანი ნომერიც, რომელიც 300 ლარი ღირს, თუმცა მასზე მოთხოვნა იშვიათია; უმეტესად 80-100-120-ლარიანი ნომრები ქირავდება“, - ამბობს „აისის“ მენეჯერი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას