მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

16-17 აპრილს გლდანის მიკრორაიონებს წყალმომარაგება შეეზღუდებათ

607853d6481a1
ვიქტორია მღებრიშვილი
15.04.21 21:50
881
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გლდანში 16-17 აპრილს წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შეზღუდვის მიზეზი კომპანიის მიერ დაგეგმილი სამუშაოებია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ხერგიანის ქუჩაზე სატუმბო სადგურზე, რეზერვუარზე და გამანაწილებელ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ინტენსიური პროფილაქტიკური რეცხვითი სამუშაოები განხორციელდება სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე არსებულ რეზერვუარსა და გამანაწილებელ ქსელზე.

სატუმბო სადგურზე ტექნიკური სამუშაოები 16 აპრილის 00:30 საათზე დაიწყება და 17 აპრილის დილის 08:00 საათზე დასრულდება, რა დროსაც წყალმომარაგება შეეზღუდება

გლდანის რაიონში:

გლდანის მე-3, 3ა, 4, 5, 6, 7, 8 მიკრორაიონებს, სოფელ ბერთუბანს, წყაროთუბანს, გიორგი წმინდას, ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვლის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძის, მებაღიშვილის, კულა გლდანელის, სააკაძის, რუსთაველის, ბორჩალოელის, თეთრი ტბის ქუჩას და დასახლებას, კობახიძის, კობახიძის შეს, ინგუშეთის, ბაბილოძის, ბატონიშვილის, კალანდაძის, ფიროსმანის, წყაროს, ოშკელის, ჟღენტის, ბელქანიას,მახვილაძის, ნასერალას, ბუცხრიკიძის, სამხარაძის, მირაქიშვილის, ჯაბიძის, ტაბატაძის, ვართაგავას, კანდელაკის, კობერიძის, კვეესის ბარათაშვილის, ხერგიანის, მიდელაურის, საბაშვილის, რაზმაძის, მამკოდის, მორეტის, კეცხოველის, ნანეიშვილის, ელ. ქვესადგურის დას, პატარა ტბის ქუჩებს.

რეზერვუარისა და გამანაწილებელი ქსელის ინტენსიური რეცხვითი სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება, რაც აღნიშნულ პერიოდში შენგელიას, ხიზანიშვილის და პატარა ტბის მიმდებარე ქუჩებზე წყლის დინებას გამოიწვევს“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში აღნიშნავენ, რომ წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge