14.აპრილი .2021 10:36

16-17 აპრილს გლდანის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

16-17 აპრილს გლდანის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
views 511
უკან

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ხერგიანის ქუჩაზე სატუმბო სადგურზე, რეზერვუარზე და გამანაწილებელ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

როგორც კომპანიის პრესრელიზში წერია, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ინტენსიური პროფილაქტიკური რეცხვითი სამუშაოები განხორციელდება სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე არსებულ რეზერვუარსა და გამანაწილებელ ქსელზე.

სატუმბო სადგურზე ტექნიკური სამუშაოები 16 აპრილის 00:30 საათზე დაიწყება და 17 აპრილის დილის 08:00 საათზე დასრულდება, რა დროსაც წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში:

გლდანის III-დან VIII მ/რ-ს ჩათვლით, სოფელ ბერთუბანს, წყაროთუბანს, გიორგიწმინდას. ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მაისურაძის, მებაღიშვილის, კულა გლდანელის, სააკაძის, თეთრი ტბის ქუჩას და დასახლებას, კობახიძის და მიმდებარე ქუჩებს.

კალანდაძის, ფიროსმანის, წყაროს, ჯაბიძის, ტაბატაძის, ვართაგავას, კობერიძის, საბაშვილის, რაზმაძის, მამკოდის, მორეტის, კეცხოველის, პატარა ტბის და მიმდებარე ქუჩებს.

„რეზერვუარისა და გამანაწილებელი ქსელის ინტენსიური რეცხვითი სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება, რაც აღნიშნულ პერიოდში შენგელიას, ხიზანიშვილის და პატარა ტბის მიმდებარე ქუჩებზე წყლის დინებას გამოიწვევს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.