მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

16-18 წლამდე ასაკის 50 მოზარდიდან მხოლოდ ერთი იცრება, ტემპი დაბალია - ჩხაიძე

61483fa74fd21
ინგა მურუსიძე
20.09.21 23:30
1202
იაშვილის სახელობის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად განახლდეს და გამოქვეყნდეს ანალიტიკური მონაცემები, თუ როგორია აცრის მაჩვენებელი ამა თუ იმ ასაკობრივ ჯგუფში, გეოგრაფიულ ჭრილში მოსახლეობის აქტიურობა და ა.შ.

ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ეს მონაცემები ძალიან დაეხმარებათ გადაწყვეტილებების მიმღებებს და ასევე ბევრი ადამიანისთვის შესაძლოა, სტიმულიც გახდეს. ამ კონტექსტში პედიატრი საუბრობს 12-15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინაციის დაშვებაზე. მისი თქმით, საკითხზე მსჯელობისას აუცილებლად არის გასათვალისწინებელი, რომ 16-18 წლამდე ასაკის 50 მოზარდიდან მხოლოდ ერთი იცრება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ყველაზე მეტად გამოყენებული ვაქცინები, რამდენად მაღალია 16-18 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციის მაჩვენებელი - რამდენადაც ვიცი, ეს შემთხვევები ერთეულია; როცა ვითხოვთ 12-15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას, არის კი ამისთვის საქართველო მზად?! იმ ფონზე, როცა 16-18 წლამდე ასაკის 50 მოზარდიდან მხოლოდ 1 იცრება? რა აზრი აქვს მოვითხოვოთ 12-15 წლის ასაკობრივის ჯგუფის ვაქცინაცია?! არ გააკეთებს ამას მშობელი, არ გადადგამს ამ ნაბიჯს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ და დასძინა, რომ ამ დროისთვის 16-18 წლის მოზარდების აცრის წილი ვაქცინირებულებში 0,7%-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 სექტემბრის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 18 და ნაკლები ასაკის მოზარდების 0.92%.