მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

16 დეკემბერს ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

5df37a28352e7
BM.GE
13.12.19 15:45
695
16 დეკემბერს ქუთაისის შემოვლით გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 255-ე კმ-ზე, ბეტონის დამგები მექანიზმის მდ. ჭიშურას ხიდიდან ბაღდათის სატრანსპორტო კვანძზე გადატანაა.

სწორედ ამის გამო, 2019 წლის 16 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ. 216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის და ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზების და ბაშის სატრანსპორტო კვანძის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", – ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.