01.სექტემბერი .2020 00:09

16 მაღალანაზღაურებადი სამსახური, რომელიც არც კოლეჯის ხარისხს და არც ოფისში სიარულს მოითხოვს

views 3151
უკან

Business Insider-ი The University of Chicago-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით იმ 16 მაღალანაზრაურებადი სამსახურის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც არც კოლეჯის ხარისხს და არც ოფისში სიარულს მოითხოვს.

გამოცემის მიხედვით, ყველაზე მაღალანაზღაურებად სამსახურად ტრანსპორტირების, შენახვისა და განაწილების მენეჯერების პოზიცია ითვლება, სადაც წლიური ანაზღაურება 103,320 აშშ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ ტოპ-ხუთეულში შედის სპორტული კომენტატორები - წლიური ანაზრაურებით 93,140 აშშ დოლარი, არასაცალო გაყიდვების სუპერვაიზერები - წლიური ანაზრაურებით 86,180 აშშ დოლარი, დაზვერვის ანალიტიკოსები - წლიური ანაზრაურებით 86,030 აშშ დოლარი და უძრავი ქონების ბროკერები - წლიური ანაზღაურებით 81,450 აშშ დოლარი.

Business Insider-ის მიხედვით ყველაზე დაბალანაზღაურებადი საბროკერო კლერკის პოზიციაა, სადაც წლიური ანაზრაურება 55,190 აშშ დოლარს შეადგენს.

16 მაღალანაზღაურებადი სამსახური, რომლებიც არც კოლეჯის ხარისხს და არც ოფისში სიარულს მოითხოვს, შემდეგია:

1. ტრანსპორტირების, შენახვისა და განაწილების მენეჯერები
წლიური ანაზღაურება: 103,320 აშშ დოლარი

2. სპორტული კომენტატორები
წლიური ანაზრაურება: 93,140 აშშ დოლარი

3. არასაცალო გაყიდვების სუპერვაიზერები
წლიური ანაზრაურება: 86,180 აშშ დოლარი

4. დაზვერვის ანალიტიკოსები
წლიური ანაზრაურება: 86,030 აშშ დოლარი

5. უძრავი ქონების ბროკერები
წლიური ანაზღაურება: 81,450 აშშ დოლარი

6. საფოსტო მენეჯერები და ფოსტის ხელმძღვანელები
წლიური ანაზღაურებს: 78,220 აშშ დოლარი

7. ქონების, უძრავი ქონების და საზოგადოების ასოციაციის მენეჯერები
წლიური ანაზრაურება: 71,720 აშშ დოლარი

8. საბითუმო გაყიდვების წარმომადგენლები
წლიური ანაზღაურება: 71,110 აშშ დოლარი

9. პრეტენზიების მომრიგებელი, შემმოწმებლები და გამომძიებლები
წლიური ანაზღაურება: 68,940 აშშ დოლარი

10. დაზღვევის გაყიდვების აგენტი
წლიური ანაზღაურება: 67,780 აშშ დოლარი

11. აღმასრულებელი მდივნები და აღმასრულებელი ადმინისტრაციული ასისტენტები
წლიური ანაზღაურება: 62,920 აშშ დოლარი

12. მეურნეობაში კონტრაქტით დასაქმებული პირები
წლიური ანაზღაურება: 62,060 აშშ დოლარი

13. ოფისის და ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალი და პირველი რიგის მეთვალყურეები
წლიური ანაზღაურება: 60,130 აშშ დოლარი

14.ტრანსპორტირებისა და მატერიალური გადაზიდვების მუშაკთა პირველი თანრიგის ზედამხედველები, გარდა თვითმფრინავების ტვირთის დამუშავების ზედამხედველებისა
წლიური ანაზღაურება: 57,840 აშშ დოლარი

15. კერძო დეტექტივი და გამომძიებელი
წლიური ანაზღაურება: 57,000 აშშ დოლარი

16. უძრავი ქონების კლერკი
წლიური ანაზღაურება 55,190 აშშ დოლარი.